გეგმა


გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი გვარი, პირადი ნომერი: ფუხაშვილი  ნატალია.
საგანი: სამოქალაქო განათლება
სწავლების საფეხური/კლასი: საშუალო IX
მოსწავლეთა რაოდენობა:  24
გაკვეთილის თემა: ბულინგი
გაკვეთილის მიზანი:    მოსწავლეებმა უნდა გაიაზრონ ადამიანის უფლებების მნიშვნელობა. ბულინგთან დაკავშირებული დამოკიდებულებების გარკვევა. საკუთარი გრძნობებისა და შეხედულებების ფორმულირება და პრეზენტაციის სახით წარმოადგინონ საკუთარი მოსაზრებები.
N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული
მეთოდი/მეთოდეი
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)

1

ფაზა 1.
აქტივობა 1
გაკვეთილის თემისა და მიზნის გაცნობა, შეფასების კრიტერიუმების გაცნობა.
გაკვეთილის საკვანძო კითხვები: 1.რას ნიშნავს დისკრიმინაცია?
2.რაში ჭირდება ადამიანს უფლებები?  




ვერბალური ახსნა









კითხვა პასუხი


მთელი კლასი

მოსწავლეებს ეცოდინებათ გაკვეთილის თემა და მიზანი, გაკვეთილის განმავლობაში შესასრულებელი დავალებები. შეფასების კრიტერიუმები.
(კრიტერიუმები ამობეჭდილი დაურიგდებათ)



2წთ



2



 აქტივობა 2 გონებრივი იერიში: ,,დაასახელეთ ბულინგის მაგალითები.

მთელი კლასი
ფლიპჩატი, მარკერი.
5წთ
3



აქტივობა 3
მინი ლექცია-,,რა არის ბულინგი და რა კავშირი აქვს ძალადობასა და დისკრიმინაციასთან“.

კითხვა პასუხი
მთელი კლასი

3წთ
4



ფაზა 2.
აქტივობა 4 ჯგუფებად დაყოფა და დავალებების ინსტრუქტაჟის მიცემა:
Iჯფუფი მუშაობს  სიტუაციური ამოცანა 1-ზე. ამ ჯგუფმა უნდა განსაზღვროს პრობლემა და იპოვონ მისი გადაჭრის გზები. ვისი უფლებები ირღვევა და ვინ უნდა იზრუნოს ბავშვთა უფლებების დაცვაზე.

IIჯგუფი მუშაობს სიტუაციურ ამოცანა2-ზე. ამ ჯგუფმა უნდა გაიაზროს,  როგორ მოიქცევიან იმ სიტუაციაში  თუ ბულინგის ფაქტს შეესწრებიან. აგრეთვე მათ უნდა წარმოიდგინონ თავი მოძალადის ადგილას.

IIIჯგუფი მუშაობს სიტუაციური ამოცანა 3-ზე.  აღნიშნული ჯგუფის წევრებმა უნდა დაასახელონ ბულინგის რომელი ტიპებია ასახული სიტუაციურ ამოცანაში. ბულინგის მსხვერპლის რომელი უფლებები დაირღვა და როგორ მოიქცეოდნენ მსხვერპლის თანაკლასელების ადგილას.
IVჯგუფი მუშაობს სიტუაციური ამოცანა 4-ზე. ამ ჯგუფმა უნდა დააფიქსირონ თავიანთი შეხედულება მსხვერპლის, მოძალადის პოზიციიდან და უნდა ჩამოაყალიბონ შეხედულება როგორ შეიძლება დავძლიოთ ბულინგი ჩვენს გარშემო.
ჯგუფებში მუშაობა ფლიპჩატებზე საპრეზენტაციო მოსაზრებების დაფიქსირება.
ჯგუფური ნამუშევრების პრეზენტაცია.
ჯგუფური პრეზენტაციის შეფასება კრიტერიუმების შესაბამისად.
პრაქტიკული მუშაობა
ჯგუოსფური
ფლიპჩატები, მარკერი, კალამი. მოსწავლის სახელმძღვანელო.
10წთ




            






12 წთ.
















5



აქტივობა 5 წყვილებში მუშაობა-,,გაშლილი ხელი.’’მოსწავლეები წარმოადგენენ საკუთარ შეხედულებებს-ვის მიმართავენ იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდებიან.

მასწავლებლის შეფასება.

პრაქტიკული მუშაობა
წყვილები

3წთ














2წთ
6
აქტივობა 6
 საშინაო დავალების მიცემა: დავწეროთ მცირე ზომის ესე-,, როგორ დავძლიოთ ბულინგი ჩვენს გარშემო?’’
გაკვეთილის შეჯამება.
ფაზა 3.
აქტივობა 7
რეფლექსია: დაურიგდებათ ბარათები კითხვებით:
1.როგორ მოეწონა  გაკვეთილზე თავის ჩართულობა?
2. რა მოეწონა გაკვეთილზე ყველაზე მეტად და რა არ მოეწონა?(ფერად წებოვან ფურცლებზე აფიქსირებენ მოსაზრებებს და აწებებენ დაფაზე.)


ცოდნის დემონსტრირება









რეფლექსია
მთელი კლასი

2წთ




გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:მოქ.IX6.მოსწავლეს შეუძლია საზოგადოებრივი უსაფრთხოების ძირითადი პრობლემების გადასაჭრელად თანამშრომლობა.
*მსჯელობს არაძალადობრივ ურთიერთობებზე, როგორც ფსიქიკური სიჯანსაღის მაჩვენებელზე.
*გამოხატავს სოლიდარობასა და თანაგრძნობას იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ძალადობის საფრთხე ემუქრება.
*მონაწილეობს საკლასო დისკუსიაში,,რა მოხდებოდა ყველას რომ ქონდეს მხოლოდ უფლება და არ გააჩნდეს მოვალეობა?’’ საჭიროა თუ არა პასუხისმგებლობა და რისთვის?
*ხსნის თუ ხსნის თუ რატომ ევალება პიროვნებას კანონის დაცვა; ასახელებს იმ საშიშროებას, რაც მოსდევს არაკანონიერ მოქმედებას.


შეფასება: შეფასდება ჯგუფური  პრეზენტაციის მუშაობა შემდეგი კრიტერიუმების შესაბამისად:
1.       ჩართულობა.
2.       პრეზენტაციის უნარი.
3.       დროის ლიმიტი.
4.       თემასთან შესაბამისობა.
(მოსწავლის შეფასების კრიტერიუმები ან/და რუბრიკები თან უნდა ერთოდეს გეგმას)

ხელმოწერა: ნატალია ფუხაშვილი.

თარიღი:  22.06.2018

Комментариев нет:

Отправить комментарий