პროექტი

                    პროექტის გეგმა
1.პროექტის თემა: ბულინგი
2.პროექტის მთავარი იდეა: მომრავლებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა მოზარდებს შორის, რომელიც ხორციელდება ბავშვის მიმართ მისი დაშინების ან დამორჩილების გზით.
3.პროექტის აქტუალობა: პროექტის აქტუალურობა განპირობებულია გახშირებული ბულინგის შემთხვევებით. სკოლას უჭირს აღიაროს აღნიშნული პრობლემის არსებობა სკოლაში. მნიშვნელოვანია აგრეთვე მოსწავლეებში ტოლერანტული კულტურის განვითარება და მათი ცნობიერების ამაღლება ბულინგთან დაკავშირებით.
4.პროექტის მიზანი: მოსწავლეები გაიაზრებენ და შეაფასებენ ძალადობრივი ქმედებების მიზეზებს, ნეგატიურ შედეგებს, შეიმუშავებენ ბულინგის თავიდან აცილების სტრატეგიებს. გამოავლენენ ბულინგის შემთხვევებს, განასხვავებენ ბულინგის სახეებს.
5.მონაწილეთა ასაკი: 14-15 წელი.
6.ვადების ხანგრძლივობა: 1 თვე
7.მოსალოდნელი შედეგები:  
ვ.მ.ვ.ჩანაწერები, საინფორმაციო ბუკლეტები, სტატისტიკურ მონაცემები ბულინგთან დაკავშირებით, კედლის გაზეთი, ფოტომასალა, ვიდეომასალა, ესე, თვითშეფასების კითხვარი.
8.პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
კომპიუტერი, ენციკლოპედია, სახელმძღვანელოები, პროექტორი, კალამი, ფერადი ფანქრები, ფლიპჩატები, ფერადი ფურცლები.
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები)
მოსწავლეთა შესაძლებლობებისა და უნარების გათვალისწინებით შევქმნი ჯგუფებს. I ჯგუფი ჩაატარებს კვლევას სკოლაში, აწარმოებს ვ.მ.ვ. ჩანაწერებს, რის საშუალებითაც გამოიკვლევენ რა ცოდნას ფლობენ მოსწავლეები ბულინგთან დაკავშირებით. გაიაზრებენ და შეაფასებენ ძალადობრივი ქმედებების მიზეზებს და ნეგატიურ შედეგებს. II ჯგუფი მოამზადებს საინფორმაციო ხასიათის ბუკლეტებს, რათა მოსწავლეებმა აიმაღლონ ცნობიერება ბულინგთან დაკავშირებით. გამოიმუშავონ უნარი ამოიცნონ და წინააღმდეგობა გაუწიონ ბულინგს მათ გარემოში. აგრეთვე ეს ჯგუფი გაუწევს ორგანიზებას მოიწვიოს ფსიქოლოგი სკოლაში, რომელიც დაეხმარება  ბავშვებს აგრესიული ქცევის მიზეზების გარკვევაში, ამ პრობლემის მართვისა და რეგულირების სხვადასხვა ხერხის ათვისებაში.  III ჯგუფი ორგანიზებას გაუწევს ესეების კონკურსს-,,არა ძალადობას’’.
10.საგნებთან, საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი.
 მისაღწევი შედეგებიმოქ.IX6.მოსწავლეს შეუძლია საზოგადოებრივი უსაფრთხოების ძირითადი პრობლემების გადასაჭრელად თანამშრომლობა.
*მსჯელობს არაძალადობრივ ურთიერთობებზე, როგორც ფსიქიკური სიჯანსაღის მაჩვენებელზე.
*გამოხატავს სოლიდარობასა და თანაგრძნობას იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ძალადობის საფრთხე ემუქრება.
*მონაწილეობს საკლასო დისკუსიაში,,რა მოხდებოდა ყველას რომ ქონდეს მხოლოდ უფლება და არ გააჩნდეს მოვალეობა?’’ საჭიროა თუ არა პასუხისმგებლობა და რისთვის?
*ხსნის თუ ხსნის თუ რატომ ევალება პიროვნებას კანონის დაცვა; ასახელებს იმ საშიშროებას, რაც მოსდევს არაკანონიერ მოქმედებას.
11.პროექტის ხელმძღვანელი: ნატალია ფუხაშვილი
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა : natopukhashvili@gmail.com
14.პროექტის ვებ.გვერდი/https://www.blogger.com/blogger.g?tab=mj&blogID=8808011425686098035#allposts


Комментариев нет:

Отправить комментарий