რუბრიკა


პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა

3
2
1
მიზნები

პრეზენტაციაში ნათლად არის ნაჩვენები ბულინგის ნეგატიური შედეგები. ნაშრომი საშუალებას იძლევა შეიმუშაოს ბულინგის თავიდან აცილების სტრატეგიები.
პრეზენტაციაში ნაწილობრივ არის ნაჩვენები ბულინგის ნეგატიური შედეგები. ნაშრომი ნაწილობრივ იძლევა საშუალებას შეიმუშაოს ბულინგის თავიდან აცილების სტრატეგიები.
პრეზენტაციაში არ არის ნაჩვენები ბულინგის ნეგატიური შედეგები. არ ჩანს მასში ბულინგის თავიდან აცილების სტრატეგიები.
შინაარსი

ბულინგის შესახებ წარმოდგენილი ინფორმაცია სრულყოფილია. თანდართულია შინაარსთან ადეკვატური ვიზუალური მასალა.
შინაარსში გარკვეული დეტალები გამოტოვებულია და სრულად ვერ ასახავს ძირითად ინფორმაციას.
შინაარსობრივი მხარე ძალიან ზოგადია. არ არის გამოყოფილი პრობლემები. მასალის ორგანიზება გაუგებარია. თან არ ერთვის ვიზუალური მასალა.
შემოქმედებითობა

ნაშრომში ნაჩვენებია საინტერესო და ორიგინალური დეტალები. ფოტომასალა თემასთან ადეკვატურია.
ნაშრომში შემოთავაზებულია ნაწილობრივი დეტალები.
მოძიებულია შეუსაბამო დეტალები. არ არის სათანადო რესურსები.
აუდიტორია

მასალა დაწერილია აუდიტორიისთვის  გასაგებ ენაზე. პასუხები დეტალურად არის გაცემული. სრულად  არის  გათვალისწინებული აუდიტორიის ინტერესი.
მასალა წარმოდგენილია აუდიტორიისთვის არასრულყოფილად. არ არის გათვალისწინებული აუდიტორიის ასაკი.
პრეზენტაცია დაწერილია აუდიტორიისთვის გაუგებარი ენით.
მართლწერა

მართლწერაში დაშვებული შეცდომები არ არის.
მართლწერაში ნაწილობრივ არის შეცდომები დაშვებული.
ნაშრომში დაშვებულია შეცდომები.


Комментариев нет:

Отправить комментарий